ეკატერინე მამნიაშვილი
Saturday, December 7, 2013
Thursday, December 5, 2013
- პროექტის სახელწოდება: ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება და ღვაწლი
- პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით; საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი.
- პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ ეროვნული ღირებულებისადმი პატივისცემის გრძნობა, რაც დაეხმარება მათ მთავარი ცხოვრებისეული ფასეულობების ათვისებაში.
- პროექტის მიზნები; კრიტიკული აზროვნების და არგუმენტირებული მსჯელობის, საკუთარი ჩანაფიქრისადმი შემოქმედებითი მიდგომის, კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების, ცხოვრებისეული ღირებულებებში გარკვევის უნარ- ჩვევები.
- მონაწილეთა ასაკი;14-15 წელი
- ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას. ფოტო და ვიდეო მასალა, სლაიდ- შოუ, რეფერატი, სახვითი ხელოვნების ნიმუშები.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პროექტორი, კომპიუტერი, წიგნი, სახატავი რვეული, ფანქრები, ფოტოაპარატი.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ექსკურსია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში, კედლის გაზეთების გაკეთება, დოკუმენტური ფილმის ,, საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის,, ჩვენება და ფილმის შემდგომ დისკუსია, ეროვნული საგანძურის ექსპონატების ჩახატვა.
- კავშსაგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორიის სასწავლო კურსიდან მოსწავლეებმა მოიპოვონ ინფორმაცია xx საუკუნის საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ასევე მოიპოვონ ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები.
- პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) ეკატერინე მამნიაშვილი.
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:ekaterine107@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:ეკატერინე107@blogspot.com
Subscribe to:
Posts (Atom)